ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი 2013

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და უოშბორნის უნივერსიტეტის (კანზასი, აშშ) სამართლის სკოლის ორგანიზებით 2013 წლის 13-18 მაისს ბიზნეს სამართლის კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ბიზნეს სამართალში პრობლემური საკითხების გარშემო გამართულ საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს და გაცნობოდნენ კონკრეტული საკითხის ქართულ და ამერიკულ პერსპექტივას.

კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი წარმოადგენდა, რომელშიც მონაწილეობა ასამდე პრაქტიკოსმა იურისტმა და სტუდენტმა მიიღო. სიმპოზიუმზე ბიზნეს სამართლის პრობლემური და აქტუალური საკითხების ირგვლივ მოხსენებებით წარდგნენ ამერიკელი და ქართველი პროფესიონალები, უოშბორნის უნივერსიტეტიდან (აშშ), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან და სახელმწიფო და კერძო სექტორიდან.

ბიზნეს სამართლის კვირეულს მხარს უჭერდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), რომელსაც საქართველოში USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია: