ზამთრის სკოლა 2013

2013 წლის 3-8 თებერვალს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა (კანზასი, აშშ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით, კიდევ ერთი ზამთრის სკოლა ჩატარდა, თემაზე

საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები

ზამთრის სკოლის პროგრამა 2012 წელს შემუშავდა უოშბორნის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლების მიერ და მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები
  • საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები: დოკუმენტური აკრედიტივი, ზედნადები (კონოსამენტი), გადაზიდვის ხელშეკრულება
  • გადახდის საშუალებები საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში
  • შუამავლობის ხელშეკრულება და სადისტრიბუციო ხელშეკრულება
  • საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციები
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების შედგენის საფუძვლები
  • საერთაშორისო ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი მუხლები

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე 2011-2012 წლის კურსდამთავრებულები.

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური მხარდაჭერისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსების გათვალისწინებით, კონკურსის შედეგად შერჩეულმა მონაწილეებმა მიიღეს 70%-იანი სტიპენდია, რის საფუძველზეც მონაწილეობის საფასური შეადგენდა 160 ლარს.

პროგრამას უძღვებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორები: გიორგი სვანაძე, დავით კაპანაძე და არჩილ გიორგაძე (http://nccl.ge/ge/team)

ინფორმაცია 2012 წელს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ზამთრისა და ზაფხულის სკოლების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: http://nccl.ge/ge/35

დამატებითი ინფორმაცია: