NCCL გუნდი

დავით კაპანაძე, აკადემიური დირექტორი

 

პროფილი LinkedIn-ზე

კარიერა: დავით კაპანაძე გახლავთ იურიდიული კომპანია  “LPA” (Legal Partners Associated) პარტნიორი და იურისტი.  

საგანმანათლებლო საქმიანობა: დავითი არის თბილისის თავისუფალი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი. 

განათლება: დავით კაპანაძემ წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი), ხოლო შემდეგ სწავლა განაგძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).  

2001-2002 წლებში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული “FREEDOM Support Act" სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფინალისტმა, დავით კაპანაძემ გაიარა 1 წლიანი კურსი პოლიტიკურ მეცნიერებებში დრიუს უნივერსიტეტში (ნიუ ჯერსი, აშშ).  

კონტაქტიd.kapanadze@freeuni.edu.ge

 

ნინო ბალანჩივაძე, 

ადმინისტრაციული დირექტორი

 

კარიერა: 2007-2009 წლებში ნინო მუშაობდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯია"-ში იურისტად, შემდეგ კი პროექტის კოორდინატორად. ის ჩართული გახლდათ, საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესებში და ასევე გახლდათ ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგიონალური და საერთაშორისო მოძრაობის მონაწილე. 2012 წელს, ნინო დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, მიწოდების შემცირების სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარედ და ასევე მონაწილეობას ღებულობდა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების, ნარკო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

ნინო ბალანჩივაძე გახლდათ, USAID-ისა და TEMPUS-ის მიერ დაფინანსებული რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტის მენეჯერი, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოში ახალი კვალიფიკაციისა და სასწავლო პროგრამის შემოღებას.  

2014 წლის მაისიდან ნინო ბალანჩივაძე გახლავთ ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი. 

განათლება: ნინო ბალანჩივაძეს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მოგვიანებით კი მან დაასრულა საერთაშორისო სამართალის მაგისტრატურა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ნინო ბალანჩივაძეს გავლილი აქვს ინტენსიური ტრენინგ-კურსები ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში, მათ შორის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ზალცბურგის სამართლის სკოლა, Europa-Universitat Viadrina Frankfurt (Oder) და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი.    

კონტაქტი: n.balanchivadze@freeuni.edu.ge

 

არჩილ გიორგაძე, აკადემიური თანადირექტორი

 

პროფილი LinkedIn-ზე

კარიერა: არჩილ გიორგაძე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. ის გახლდათ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლობის იურიდიული მრჩეველი (საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ). ის ასევე მუშაობდა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ფინანსირების პროექტებში, მათ შორის სს პარტნიორობის ფონდში. ამჟამად ის გახლავთ Dechert LLP-ის ეროვნული პარტნიორი.   
 

საგანმანათლებლო საქმიანობა: ბატონი გიორგაძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი. 

განათლება: არჩილ გიორგაძემ დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, რის შემდეგაც წარმატებით განაგრძო სწავლა  მაგისტრატურაზე ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 

2010 წელს არჩილმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, სპეციალობით კორპორაციები, უცხოური ინვესტიციები და საერთაშორისო ფინანსები. 

კონტაქტიa.giorgadze@freeuni.edu.ge

 

გიორგი სვანაძე, აკადემიური თანადირექტორი

 

კარიერა: გიორგი მუშაობდა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებსა და კორპორაციებში გერმანიასა და საქართველოში, მათ შორის BEITEN BURKHARDT Rechtsanwälte, WEITNAUER Rechtsanwälte, Wirtschaftsprüfer, LEBUHN & PUCHTA Rechtsanwälte, Georgian Glass and Mineral Waters Co. და Rödl & Partner.

ამჟამად ბატონი სვანაძე გახლავთ Deloitte & Touche-ის იურიდიული სამსახურის უფროსი. 

საგანმანათლებლო საქმიანობა: გიორგი სვანაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. ის ასევე კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კიოლნის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე,  LL.M Cologne (Köln, Germany).

განათლება: გიორგი სვანაძემ დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა გერმანიაში ბუცერიუსის სამართლის სკოლასა და WHU Otto Beisheim მენეჯმენტის სკოლაში (Hamburg & Vallendar, Germany) და მიენიჭა MLB (Master of Law and Business) ხარისხი.

2014 წელს გიორგი სვანაძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტში (კილი, გერმანია) და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. სადისერტაციო ნაშრომი შეეხება უცხო ქვეყნის სასამართლოთა გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებას გერმანული და ქართული სამართლის მიხედვით. 

კონტაქტიg.svanadze@freeuni.edu.ge

 

გიორგი ბედია, იურიდიული კლინიკების კოორდინატორი

 

კარიერა: გიორგი მუშაობდა პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფში ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებში. ის ასევე მუშაობდა სექტორული რეფორმებისა და მმართველობის მაკოორდინირებელ სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და გახლდათ იურისტ-სტაჟიორი სხვადასხვა იურიდიულ ფირმებში. ამჟამად ბ-ნ. ბედია მუშაობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკების კოორდინატორად.  

განათლება: გიორგი ბედიამ დაასრულა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და ფლობს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.  

კონტაქტი: g.bedia@freeuni.edu.ge